header_1
 
სიახლე 
2010-04-01 12:36:10 | საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 20-21 მაისი 

 

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 

 


საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი განვითარების პერსპექტივები გლობალური გამოწვევების ფონზე

 

 

 

 


       თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი 2010
წლის 20 მაისს აწყობს სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:

,,საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი განვითარების პერსპექტივები გლობალური გამოწვევების ფონზე’’

      სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ახალგაზრდებში სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების ავტორთა გამოვლენა-წახალისება.

სამეცნიერო კონფერენცია იმუშავებს ექვს სექციად:

1. ზოგადი ეკონომიკის  
2. მენეჯმენტისა და მარკეტინგის
3. ტურიზმის
4. ფინანსების
5. სამართლის
6. ჩატარდება საუნივერსიტეტო ოლიმპიადა უცხო ენებში

      სტუდენტთა კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს. მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს 3 მაისისა უნდა წარმოადგინონ 1-2 გვერდზე შესრულებული მოხსენებათა თეზისები/ფონტი AcadNusx  1,5 – ინტერვალი/ სახელის, გვარის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ-ფოსტის, კურსის, მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარისა და სახელის, სექციის მითითებით. 

      კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენებები უნდა წარმოადგინონ თეუსუ-ს სამეცნიერო-კვლევით დეპარტამენტში (თბილისი, ქ. წამებულის ქ.#55, II სართული ოთახი #205) ან გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე teusu@internet.ge დადგენილი ვადის ამოწურვამდე.

     სამეცნიერო ნაშრომების შეფასების კრიტერიუმებია:

1. თემის ორიგინალურობა, აქტუალური პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ავტორისეული ხედვის სიღრმე;
2. ნაშრომის თეორიულ-პრაქტიკული მნიშვნელობა;
3. წარმოდგენილი ნამუშევრის შესრულების ხარისხი;
4. ნაშრომის პრეზენტაციისა და დისკუსიის გამართვის უნარი;

მოწონებული თეზისების ავტორთა სია გამოქვეყნდება 10 მაისს თეუსუ-ს ვებ.გვერდზე: www.teusu.edu.ge

    იმ შემთხვევაში, თუ კომისია სამეცნიერო ნაშრომს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, მისი ავტორი არ იქნება მიწვეული კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. თითოეული სექციიდან  სამი გამარჯვებული სტუდენტის სამეცნიერო ნაშრომები დაიბეჭდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე     45 29 18


                                  1
                               


      
       თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი 2010
წლის 21 მაისს აწყობს პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:


      ,,საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი    
     განვითარების პერსპექტივები გლობალური გამოწვევების ფონზე’’


კონფერენცია იმუშავებს ექვს სექციად:


1. ზოგადი ეკონომიკის
2. მენეჯმენტისა და მარკეტინგის
3. ტურიზმის
4. ფინანსებისა და ეკონომეტრიკის
5. სამართლის
6. უცხო ენების


      კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს 3 მაისისა უნდა წარმოადგინონ 7-8 გვერდზე შესრულებული მოხსენება /ფონტი AcadNusx  1,5 – ინტერვალი/ სახელის, გვარის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ-ფოსტის, სექციის მითითებით.
     
      კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენებები უნდა წარმოადგინონ თეუსუ-ს სამეცნიერო-კვლევით დეპარტამენტში (თბილისი, ქ. წამებულის ქ.#55, II სართული ოთახი #205) ან გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე teusu@internet.ge დადგენილი ვადის ამოწურვამდე.
მოწონებული თეზისების ავტორთა სია გამოქვეყნდება 10 მაისს თეუსუ-ს ვებ.გვერდზე:www.teusu.edu.ge

     რეკომენდირებული საუკეთესო სამეცნიერო მოხსენებები დაიბეჭდება თეუსუ-ს სამეცნიერო კრებულში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე     45 29 18

უკან
 
 

 

ენა  
 
სტუდენტებისთვის
სალექციო კურსები CD ლექციების ჩამონათვალი
ჩარიცხულ სტუდენტთა სია
სტუდენტთა მობილობა
ფაკულტეტები  
 
ბმულები  
 
თქვენ ხართ ვიზიტორი: free hit counter
©თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი2005 ბოლო განახლება: 10-10-2009