header_1
 
სიახლე 
2010-03-30 13:23:16 | კონკურსი 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა #01-08/13

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი

     ქ. თბილისი                                "  30   " მარტი  2010 წ.

თეუსუ-ში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, 22-ე მუხლის 1 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის # 1109 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-19 მუხლის 1 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსის ჩატარების წესის 1 მუხლის საფუძველზე

                                                                           ვ   ბ   რ   ძ    ა   ნ    ე    ბ:
1. 2010 წლის 31 მარტს გამოცხადდეს ღია კონკურსი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური    თანამდებობის        4(ოთხი) წლის ვადით დასაკავებლად, კონკურსის შედეგების დამტკიცების დღიდან.
2. კონკურსის მონაწილეების საბუთების მიღება იწარმოოს  2010 წლის 3 მაისიდან 2010 წლის 19 მაისის ჩათვლით  ყოველდღიურად  შაბათ-კვირის გარდა 1000 საათიდან 1600 საათამდე. კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 21 ივნისს, საფაკულტეტო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საუნივერსიტეტო სააპელაციო კომისიაში 3 დღის ვადაში. კონკურსი დასრულდეს და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს 2010 წლის 24 ივნისს.
3. კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტში არჩეული იქნება 8 აკადემიური პერსონალი

 მათგან:
  3 (სამი) - სრული პროფესორი;
  4 (ოთხი) - ასოცირებული პროფესორი; 
  1 (ერთი) - ასისტენტ პროფესორი.

         მათ შორის:
      ა. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე  სულ 3 აკადემიური პერსონალი
       3( სამი) - სრული პროფესორი
   კერძოდ:
       - ეკონომიკის თეორიული საფუძვლების პროგრამულ მიმართულებაზე
            1 (ერთი) -  სრული პროფესორი
      - მენეჯმენტისა და მარკეტინგის პროგრამულ მიმართულებაზე
            2(ორი) - სრული პროფესორი
      - ფინანსების სტატისტიკის და ეკონომეტრიკის პროგრამულ მიმართულებაზე
            1(ერთი) - ასოცირებული პროფესორი

     ბ. სამართლის ფაკულტეტზე სულ  4 აკადემიური პერსონალი
        3 (სამი) -ასოცირებული პროფესორი
        1 (ერთი) - ასისტენტ პროფესორი

         კერძოდ:
    - საზოგადოებრივ მეცნირებათა მიმართულებაზე
         1(ერთი) - ასოცირებული პროფესორი

 

   - კერძო  სამართლის მიმართულებაზე
        1(ერთი) - ასოცირებული პროფესორი
   - კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებაზე
         1(ერთი) -  ასოცირებული პროფესორი
   - სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის  მიმართულებაზე
         1(ერთი) -  ასისტენტ პროფესორი4 . სრული  პროფესორის აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად  კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
   -დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
   -სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
   - სრული პროფესორის თანამდებობის  დასაკავებლად მოტივაცია, დასაბუთება (1-2 გვერდზე,  აცადNუსხ  - 12, სტრიქონებს შორის 1,5  ინტერვალით);
   - მიმართულების განვითარების პროგრამა და დისციპლინის/ების   სწავლების კონცეფცია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეების მიხედვით (3-4 გვერდზე აცადNუსხ  - 12, 1,5  ინტერვალით);
    - სასწავლო სამეცნიერო პროგრამები (სილაბუსები, სწავლების მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნების გზები);
    - ერთი დასავლეთ ევროპული ქვეყნის ენის კარგად ცოდნა ( ინგლისური, ფრანგული, გერმანული);
    -გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა სია

 სასურველია კონკურსანტმა წარმოადგინოს
   -ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის  დამადასტურებელი დოკუმენტი;
   -უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დედანი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი; 
   -მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო).

4. ასოცირებული  პროფესორის აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად  

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

-დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
-სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
-სამეცნიერო კვლევების ანოტაცის  (1 გვერდი აცადNუსხ  - 12, სტრიქონებს შორის 1,5  ინტერვალით);
- სასწავლო-სამეცნიერო პროგრამები (სილაბუსები, სწავლების მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნების გზები);
- გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა სია.


     სასურველია კონკურსანტმა წარმოადგინოს
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დედანი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი;
- მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო)
 


5. ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად  კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
 -დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აგრეთვე დოქტორანტსაც;
 - სამეცნიერო კვლევების ანოტაცია ( 1 გვერდი, აცადNუსხ  - 12, სტრიქონებს შორის 1,5  ინტერვალით);
 - სასწავლო და სამეცნიერო პროგრამები ( სილაბუსები, სწავლების მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნების გზები);
 - გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა სია;

6.  სასურველია კონკურსანტმა წარმოადგინოს
 - ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 - უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დედანი ან კანონის შესაბამისად დამოწმებული ასლი;
 - სამეცნიერო კვლევების ანოტაცია ( 1 გვერდი, აცადNუსხ  - 12, სტრიქონებს შორის 1,5  ინტერვალით);

7. ყველა კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს:
 - განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
 - ავტობიოგრაფია;
 - საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა და 2 (ორი) ასლი;
 - დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (დედანი და ასლი);
 - ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით (3X4);
 - ცნობა სამსახურიდან შრომის სტაჟის შესახებ ან  ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ;     
 - დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან.


8. ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს შეუძლია  წარმოადგინოს ცნობა უნივერსიტეტიდან დოქტორანტურაში სწავლის შესახებ.


9. მამაკაცებმა 27 წლამდე უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.


  10. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის    ვებ-გვერდზე   და  
       უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

 

რექტორი:                                                                                      ავთანდილ ჩუთლაშვილი

უკან
 
 

 

ენა  
 
სტუდენტებისთვის
სალექციო კურსები CD ლექციების ჩამონათვალი
ჩარიცხულ სტუდენტთა სია
სტუდენტთა მობილობა
ფაკულტეტები  
 
ბმულები  
 
თქვენ ხართ ვიზიტორი: free hit counter
©თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი2005 ბოლო განახლება: 10-10-2009