ბ რ ძ ა ნ ე ბ ა #01-09/33 თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი
ქ. თბილისი " " აპრილი 2010 წ.
თეუსუ_ის სტუდენტებისათვის ახალი სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსის ჩატარების სესახებ:
,,უმაღლესი განათლების შესახებ” 22-ე მუხლის 1 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის #1109 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-19 მუხლის 1 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გამოცხადდეს ღია კონკურსი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების; ეკონომიკურ თეორიის I (მაკროეკონომიკა) და ფილოსოფიის თემატურ მიმართულებებზე ახალი სახელმძღვანელოების შექმნასთან დაკავშირებით. 2. კონკურსის მონაწილეთა საკონკურსო მასალის მიღება იწარმოოს 2010 წლის 20 აპრილიდან, 2010 წლის 18 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად შაბათ_კვირის გარდა 1000 საათიდან 1600 საათამდე (ქეთევან წამებულის პროსპექტი #55, ოთახი #2) 3. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ; - ავტობიოგრაფია; - საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა და 2(ორი) ასლი; - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (დედანი და ასლი); - ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით (3X4) - საკონკურსო ნაშრომი; - არანაკლებ 2 რეცენზია.
4. სახელმძღვანელო, რომელიც წარმოდგენილი იქნება საკონკურსო კომისიაზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- იყოს შესრულებული სახელმწიფო ენაზე ბეჭდვით და ელექტრონულ ფორმაში; - შეესაბამებოდეს ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს; - ეყრდნობოდეს მეცნიერული აზროვნების, ტექნოლოგიებისა და კულტურის თანამედროვე მიღწევებს; - უზრუნველყოს ყველა საჭირო პირობა სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობისათვის, შეიცავდეს საჭირო საცნობარო მასალას, უზრუნველყოს მჭიდრო ურთიერთკავშირები სხვა მომიჯნავე სპეციალობებთან და საგნებთან, შეიცავდეს ათვისებული მასალის კონტროლის შესაძლებლობას, ახდენდეს სტუდენტის კონცენტრირებას პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე; - გამოირჩეოდეს თანმიმდევრობით, ასათვისებელი მასალის სისტემური განლაგებითა და გადმოცემის სიმარტივით, ტერმინოლოგიური სიზუსტით,
მოყვანილი ფაქტების სიზუსტითაც და ჭეშმარიტებით; - სასურველია ერთვოდეს ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი, ტერმინოლოგიური ლექსიკონი.
5. კონკურსი ჩატარდეს საკონკურსო მასალის მიღების დასრულებიდან 2 კვირის ვადაში. კომისია განიხილავს თითოეული კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ საკონკურსო მასალას და გადაწყვეტილებით დაადგენს კონკურსში გამარჯვებულ ნაშრომს. (თითოეული თემატური მიმართულების მიხედვით).
6. უნივერსიტეტის მოთხოვნილებების გათვალისწინებით, კონკურსის შედეგების მიხედვით ხორციელდება კონკურსში გამარჯვებული სახელმძღვანელოს გამოცემა.
7. საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა ავტორებს უკან არ უბრუნდებათ, იგი ინახება უნივერსიტეტის არქივში.
8. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ_გვერდზე და უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
რექტორი: ავთანდილ ჩუთლაშვილი |