2010 წლის 23-25 აპრილს სს ექსპო-ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში გაიმართა მე-12 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა CTF-2010. მასში მონაწილეობა მიიღო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტმა. თეუსუს სტენდზე განთავსებული იყო სამეცნიერო შრომათა კრებულები, ტურიზმის პროგრამული მიმართულების მიერ მომზადებული საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამები, პროფესორ-მასწავლებელთა მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. მიმართულებამ მოამზადა საპრეზენტაციო მასალა, რომელიც პერიოდულად გადაიცემოდა მონიტორზე. სტუმრებს და სტენდის დამთვალიერებლებს დაურიგდათ ქართულად და ინგლისურად მომზადებული ბუკლეტი უნივერსიტეტის შესახებ (სულ 100 ეგზემპლარი). თეუსუ-ს სტენდმა და პრეზენტაციამ დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა. თეუსუ-ს მონაწილეობა აღნიშნულ იქნა სპეციალური სერტიფიკატით. მონაცემები უნივერსიტეტის შესახებ შევიდა გამოფენის კატალოგში. პრეზენტაცია ყურადღებით მოისმინეს და მოიწონეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაალ აბაზაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ჯაყელმა.
იხილეთ სერთიფიკატი

|