
2010 წლის 10-12 მაისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაეროს ევროკომისიისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია: ,,სამომხმარებლო ფასების ინდექსები.” კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო აბესაძემ. “ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფონდის (რუსთაველის ფონდი)” 2010 წლის ,,მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსის ფარგლებში მან მოიპოვა სახელმწიფო გრანტი, რომლის საფუძველზეც დაფინანსდა მისი შვეიცარიაში გამგზავრება. სამომხმარებლო ფასების ინდექსების ექსპერტთა შეხვედრის ძირითადი თემატიკა მოიცავდა მონაცემთა სკანირებული ბაზების შექმნის, სამომხმარებლო ფასების ინდექსში ფინანსური მომსახურების გათვალისწინების, სეზონურ პროდუქტზე ფასების გაანგარიშების მეთოდიკის, ჰარმონიზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსების აგების, უძრავი ქონების სტატისტიკური აღრიცხვისა და მომხმარებლებთან დამოკიდებულების საკითხებს. ევროპის სტატისტიკოსთა შეხვედრა-კონფერენციამ გამოავლინა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის პრაქტიკაში არსებული პრობლემები, კერძოდ:Aარ არსებობსUუძრავი ქონების აღრიცხვისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსში მისი გათვალისწინების მეთოდიკა; სამომხმარებლო ფასების ინდექსის აგებისას არ ხდება ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინება;Dდასახვეწია სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა; Gგადახედვას მოითხოვს სამომხმარებლო ფასებზე სტატისტიკური დაკვირვების მეთოდიკა(დასაზუსტებელია რეგისტრატორთა რაოდენობის საკითხიც) ; სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებისათვის აუცილებელია მსოფლიოში აპრობირებული ინფორმაციული უზრუნველყოფის PIPS-ის სისტემის დანერგვა.
|