18 ივნისს, პარასკევს, 13 საათზე შედგება თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი. შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.
მისამართი: ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი №55. |