ბ რ ძ ა ნ ე ბ ა #01-08/30 თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი ქ. თბილისი " 14 " ივნისი 2010 წ.
აკადემიური საბჭოს არჩევნების და საარჩევნო კომისიის შესახებ:
$-1 თეუსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნების დაწყების თარიღად გამოცხადდეს 2010 წლის 15 ივნისი; კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოოს 2010 წლის 15-25 ივნისის ჩათვლით; არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდეს 2010 წლის 02 ივლისს; არჩევნების დამთავრების თარიღად ჩაითვალოს 2010 წლის 01 ივლისი; აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობა ფაკულტეტების მიხედვით განისაზღვროს 2 კაცით. - დამტკიცდეს კანდიდატთა წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: - განცხადება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე; - ცნობა თეუსუ-ს სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ; - საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
საფუძველი: 2010 წლის 08 ივნისის აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი #41 (ამონაწერი)
$-2 დამტკიცდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნების საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. იაკობ ფუტკარაძე საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი; 2. გიორგი ღაღანიძე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 3. სოფიო ჯაშიაშვილი იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე
საფუძველი: 2010 წლის 08 ივნისის აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი #41 (ამონაწერი)
რექტორი: ავთანდილ ჩუთლაშვილი
|