ბ რ ძ ა ნ ე ბ ა #01-08/32
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი
ქ. თბილისი " 14 " ივნისი 2010 წ.
წარმომადგენლობითი საბჭოს საარჩევნო კომისიის შესახებ
თეუსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებით შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. გიორგი ღაღანიძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2. სოფიო ჯაშიაშვილი – იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე; 3. ჯიმი კეკელაშვილი – სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 4. გელა ხაბეიშვილი – ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 5. თეიმურაზ ლოლაძე – ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 6. ლალი ჩიკვილაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სასწავლო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 7. შოთა მისაბიშვილი – სტუდენტი, სტუდენტთა თვითმმართველობის პრეზიდენტი.
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოოს 2010 წლის 15 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით 10 – 16 საათამდე, არჩევნების დღედ თბილისში გამოცხადდეს 2010 წლის 30 ივნისი, ხოლო ქუთაისში – 2010 წლის 01 ივლისი. არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდეს 2010 წლის 02 ივლისს.
საფუძველი: თეუსუ-ს 2010წლის 08 ივნისის წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N 04-01/13 (ამონაწერი)
რექტორი: ავთანდილ ჩუთლაშვილი
|