დამთავრდა თეუსუ-ის სტუდენტებისათვის ახალი სახელმძღვანელოების კონკურსი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით რეკომენდაცია მიეცა შემდეგ სახელმძღვაელოებს:
• ,,ფილოსოფია” (ავტორები: თეუსუ-ს ასოცირებული პროფესორი ია ბერიძე და თეუსუ-ს მოწვეული ასოცირებული პროფესორი თამარ ფანცულია);
• ,,ეკონომიკური თეორია I (მაკროეკონომიკა)” (ავტორები: თეუსუ-ს სრული პროფესორი ლამარა ბერიძე, თეუსუ-ს ასოცირებული პროფესორი მანანა ჭიპაშვილი, თეუსუ-ს მოწვეული უფროსი მასწავლებელი დარეჯან მუჯირიშვილი);
• საოფისე პროგრამები Microsoft office 2007, (საპრეზენტაციო პროგრამები Microsoft Power Point; ელექტრონული ცხრილები Microsoft Excel, მონაცემთა ბაზები Microsoft Access). ავტორები: თეუსუ-ს სრული პროფესორი ივანე ჯანდიერი, თეუსუ-ს ასოცირებული პროფესორი ჯემალ მამაიაშვილი და თეუსუ-ს მოწვეული უფროსი სპეციალისტი კახა მირაზანაშვილი.
უნივერსიტეტის მინისტამბაში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გადაეცეს უნივერსიტეტის ბიბლოთეკას, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის სტუდენტებს გადაეცემათ დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ, სწავლის პერიოდის განმავლობაში. |