header_1
 
სიახლე 
2010-07-28 18:01:51 | მაგისტრატურა 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა #01-99/77

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი

   ქ. თბილისი                       "    "  ივლისი  2010 წ.

თეუსუ-ში მაგისტრანტობის კანდიდატთა
რეგისტრაციის და მაგისტრატურის
გამოცდების ჩატარების შესახებ

                  
 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე მუხლების, „უმაღლესი  განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  1-ლი პუნქტის, „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  თბილისის  ეკონომიკურ ურთიერთობათა  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის 14 ნოემბრის #1109 ბრძანების მე-19 მუხლის 1-ლი ზ) პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:


1. 2010-2011 სასწავლო წელს მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში დამთავრდეს 2010 წლის 1 სექტემბრამდე.

2. რეგისტრაცია იწარმოოს:
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე  _ ქ. თბილისი, ქ. წამებულის #55-ში მდებარე ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი“-ს შენობის   #119 ოთახში;

სამართლის ფაკულტეტზე _  ქ. თბილისი, ქ. წამებულის #55-ში მდებარე ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი“-ს შენობის   #413 ოთახში;

ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ¬_ ქ. ქუთაისი, ნიკეას მეორე შესახვევი, #8-ში მდებარე შენობის #11  ოთახში.

რეგისტრაცია იწარმოებს 1100 საათიდან 1600 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. ტელ.: ქ.თბილისი – 74 88 51, 45 49 56; ქ. ქუთაისი  2 12 79.
                          

   3. სპეციალიზირებულმა კომისიებმა 2010 წლის 8 სექტემბრამდე უზრუნველყონ  გამოცდების ჩატარება და 10 სექტებრისთვის წარმოადგინონ მაგისტრატურაში ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა სია. 

4. მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

• განცხადება რექტორის სახელზე;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• დიპლომის ასლი (უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა 
      ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ), დიპლომის დანართის ასლი;
• 4 ფოტოსურათი 3X4;
• ვაჟებისათვის სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის
      მიწერის მოწმობის ასლი;
•      საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელიდოკუმენტი
•      სამეცნიერო კონფორენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები  (პროგრამა,მოხსენებების კრებული) ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ამ ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება.

6. დაევალოს სასწავლო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფის ლაბორატორიას ამ ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.

 

 

 


რექტორი:                                              ავთანდილ ჩუთლაშვილი

 

 

 

 

 

 

 

უკან
 
 

 

ენა  
 
სტუდენტებისთვის
სალექციო კურსები CD ლექციების ჩამონათვალი
ჩარიცხულ სტუდენტთა სია
სტუდენტთა მობილობა
ფაკულტეტები  
 
ბმულები  
 
თქვენ ხართ ვიზიტორი: free hit counter
©თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი2005 ბოლო განახლება: 10-10-2009