header_1
 
 
ჩვენს შესახებ
სიახლე
დასაქმება,სტაჟირება
თანამშრომლობა
კონტაქტი

კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერის მართვის განყოფილება

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ)

კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერის მართვის განყოფილება

   საქართველოს განათლების სისტემა შეუერთდა ბოლონიის პროცესს, რომლის ერთ-ერთი დოკუმენტია ECTS (კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის ევროპული სისტემა). ECTS-ის მოთხოვნების მიხედვით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტთა პროფესიულ პრაქტიკასა და კურსდამ- თავრებულებთან შემდგომ თანამშრომლობას, მათ დასაქმებას, რაც ფრიად მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიონალის ჩამოყალიბების საქმეში.
2007 წლის 12 აპრილს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში (თეუსუ) შეიქმნა პროფესიული პრაქტიკისა და კარიერის მართვის ცენტრი.

განყოფილების მიზნები, დანიშნულება 
 
კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერის მართვის განყოფილების მიზანია:

  • დაეხმაროს სტუდენტებს სწორად წარმართონ საუნივერსიტეტო ცხოვრება;
  • მათი ინტერესებისა და მოწოდების გათვალისწინებით, აქტიურად ჩააბას სტუდენტები უნივერსიტეტში არსებული წრეების საქმიანობაში;
  • ხელი შეუწყოს მათ აქტივობას ღირსეული მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ მოვლენებსა და შემეცნებით ღონისძიებებში არამარტო უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით;
  • მოახდინოს თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) მონაცემთა ბაზის მონიტორინგი.
  • დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობა კურსდამთავრებულებთან და უზრუნველყოს უნივერსიტეტსა და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა;
  • უზრუნველყოს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება;
  •  კურსდამთავრებულების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართვა, რათა მათ გაუზიარონ თავიანთი გამოცდოლება სტუდენტებს, დაეხმარონ  პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-დახვეწაში;
  • მისცეს სტუდენტებს სასარგებლო რჩვევები და რეკომენდაციები პროფესიულ არენაზე გასასვლელად;
  • დაეხმაროს მათ, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა განამტკიცონ პროფესიული პრაქტიკით;

პასუხისმგებლობები, მოვალეობები:

განყოფილების  უფროსის მ/შ - პრ. ეკატერინე ნაცვლიშვილი, ასოცირებული პროფესორი - საერთო კოორდინაცია, მართვა;

განყოფილების  უფროსი სპეციალისტის მ/შ - სალომე მენაბდე - პროფესიული პრაქტიკის მონიტორინგი, კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის მონიტორინგი. 


უკან
 
 

 

ენა  
 
სტუდენტებისთვის
სალექციო კურსები CD ლექციების ჩამონათვალი
ჩარიცხულ სტუდენტთა სია
სტუდენტთა მობილობა
ფაკულტეტები  
ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი
 
ბმულები  
 
თქვენ ხართ ვიზიტორი: free hit counter
©თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი2005 ბოლო განახლება: 10-10-2009