header_1
 
 
სტუდენტური ცხოვრება

 


1. ა.წ. 29 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით რუსთავში, ოლიმპის სტადიონზე რუსთავის სს "ქართული ფოლადი "ორგანიზებით ჩატარდა სპორტული ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილებას იღებდა თეუსუს საფეხბურთო გუნდი. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს მრავალი უნივერსიტეტი. ჩვენმა გუნდმა დაიკავა მესამე ადგილი.




2. ა.წ. 19-20 მარტს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით თეუსუში განხორციელდა საქველმოქმედო პროექტი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დაეხმარნენ ავლაბარში მდებარე ბავშვთა სახლის ”მომავლის სახლის” აღსაზრდელებს. ამ მიზნით  19 მარტს უნივერსიტეტში მოწვეულ იქნენ მწერალი და პუბლიცისტი ლაშა ბუღაძე და პოეტი რატი ამაღლობელი, რომლთაც გამართეს ლიტერატურული საღამო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. საღამოს განმავლობაში გახსნილი იყო შემოწირულობათა ყუთი, რომლის მეშვეობითაც მოხდა გარკვეული თანხის შეგროვება. რაც გადაეცა ბავშვთა სახლს.



3. ა. წ. 6 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტში მოწვეულ იქნა საზოგადო მოღვაწე მურმან ჯინორია, რომელმაც გამართა ლიტერატურული საღამო. აღნიშნული პროექტი ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა,  მურმან ჯინორია სენაკის რაიონში აშენებს ეკლესიას. სტუდენტურმა თვითმმართველობამ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ამ კეთილ საქმეში: საღამოს განმავლობაში დაიდგა შესაწირი ყუთი და  მოხდა მურმან ჯინორიას დისკების რეალიზაცია. მთლიანობაში შეგროვდა თანხა 400 ლარის ოდენობით, რაც გადაეცა მურმან ჯინორიას ეკლესიის მშენებლობაში წვლილის შესატანად.



4. ა.წ. 20 მაისს ჩატარდა საუნივერსიტეტთაშორისო კონკურსი ”ყვავილების დედოფალი”, რომელშიც მონაწილებდა ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენელი ანსამბლ ”შავნაბადასთან” ერთად. საორგანიზაციო ხარჯები დაფარა და კონკურსის ორგანიზება თეუსუს დონეზე  უზრუნველყო სტუდენტურმა თვითმმართველობამ.



5. ა.წ. 24 მაისს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტის ბექა ჟღენტის პოეზიის საღამო, რომელსაც თან ერთვოდა   მისი და მისი მეგობრის ლექსების კრებულის პრეზენტაცია. საღამოს ფარგლებში მოხდა კრებულის გაყიდვაც სიმბოლურ ფასად.



6. ა.წ. 10-11 ივნისს ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით. ეს გახლდათ მე-4 სიმპოზიუმი და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მასში პირველად მონაწილება მიიღო თეუსუს სტუდენტთა ჯგუფმა, რომლებმაც დაიმსახურეს კარგი შეფასება და შესაბამისი სერტიფიკატებიც.



7. ა.წ. 17  აპრილს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა  საუნივერსიტეტთაშორისო  სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ეკონომიკური და სოციალური  განვითარების პრობლემები და პერსპექტივები თანამედროვე ეტაპზე. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილება მიიღო თეუსუს უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა. კონფერენციის ორგანიზება თეუსუს დონეზე უზრუნველყო სტუდენტურმა თვითმმართველობამ. თეუსუს სტუდენტებმა დაიმსახურეს დადებითი შეფასება და შესაბამისი სერტიფიკატებიც.



8. საქარ თველოს გაერ ოს ასოციაციამ (UNAG)-მა, საერ თაშორ ისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს კურ სდამთავრ ებულთა ჯგუფმა (IREX) 2008 წელს გამოაცხადა კონკურ სი გაერ ოს მოდელირ ების კონფერ ეციაში მონაწილეობის მისაღებად. ამ კონკურ ში მონაწილეობდნე ჩვენი სტუდენტები.
კონფერ ენცია ჩატარ და ორ ეტაპად: პირ ველ ეტაპზე შედგა საუნივერ სიტეტო კონფერ ენცია, საიდანაც შეირ ჩნენ საუკეთესო მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. შიდა საუნივერ სიტეტო კონფერ ენციის თემატიკა იყო ათასწლეულის განვითარ ების მიზნები. (საუნივერ სიტეო კონფერ ენციიდან შეირ ჩა 3 მონაწილე). საუკეთესო კონკურ სანტები შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ კონფერ ენციის დასკვნით, ცენტრ ალურ სესიაზე, სადაც მათ გადაეცემათ საქარ თველოს გაერ ოს ასოციაციის სერ თიფიკატები.
გაერ ოს მოდელირ ების პრ ოექტი განხორ ციელდა საქარ თველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერ სიტეტები: თეუსუ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერ სიტეტი, კავკასის ბიზნეს სკოლა, ქარ თულ - ამერ იკული უნივერ სიტეტი, შავიზღვის საერ ეთაშორ ისო უნივერ სიტეტი, თელავის სახელმციფო უნივერ სიტეტი, მენეჯმენტის ევრ ოპული სკოლა, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერ სიტეტი და ბათუმის სახელმწიფო უნივერ სიტეტი. თითოეულ უნივერ სიტეტში შეჯიბრ ებითობის საფუძველზე შეირ ჩა 25 მონაწილე სტუდენტი, რ ომლებმაც გაიარ ეს ინტენსიურ ი ტრ ენინგები და მოემზადნენ გაერ ოს მოდელირ ების კონფერ ენციაში მონაცწილეობისათვის.

უკან
 
 

 

ენა  
 
სტუდენტებისთვის
სალექციო კურსები CD ლექციების ჩამონათვალი
ჩარიცხულ სტუდენტთა სია
სტუდენტთა მობილობა
ფაკულტეტები  
ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი
 
ბმულები  
 
თქვენ ხართ ვიზიტორი: free hit counter
©თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი2005 ბოლო განახლება: 10-10-2009